მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის კადრებზე: ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მძიმე სანახავი იყო

მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის კადრებზე: ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მძიმე სანახავი იყო

ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მძიმე სანახავი იყო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის კადრებს.

როგორც „ტვ პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, ის პროფესიულ შეფასებას ვერ გააკეთებს.

„ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მძიმე სანახავი იყო, თუმცა, პროფესიული თვალსაზრისით ამაზე ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან რომ დადგეს დღის წესრიგში ამ ქმედების სამართლებრივი შეფასება და მისი შეფასება მომიწიოს, მე წინასწარ პროფესიული აზრი არ უნდა მქონდეს გამოთქმული“, - განაცხადა მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა.