გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა უცხოელ ინვესტორზე გასხვისებული მიწების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა უცხოელ ინვესტორზე გასხვისებული მიწების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს

ხმაურია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში.

მოსახლეობა კერძო ინვესტორზე გასხვისებული მიწის სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ თუ სოფელს საძოვარი არ ექნება ისინი პირუტყვს ვერ შეინახავენ და შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე დარჩებიან. მას შემდეგ რაც ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ადგილობრივები ჯერ სოფელში შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაწყვიტეს პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართათ და ავტობანის მიმართულებით დაიძრნენ. ამის საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მოსახლეობას უკვე შეხვდა გორის მუნიციპალიტეტის მერი და შიდა ქართლის გუბერნატორი. მათი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპტიმალური გამოსავალის მოსაძებნად.

აღნიშნული მიწები უცხოელ ინვესტორზე 2008 წლის სექტემბერში გაიყიდა.