,,უწყინარი და ინტერპრეტაციებს მოკლებული შეკითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დიდ იურისტებად და კანონების მცოდნეებად რომ მოჰყავთ თავი - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. პასუხის სულ ორი ვარიანტი ჰქონდათ - კი ან არა.’’ ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო სექტორის მხრიდან დუმილს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსების თაობაზე.
,,ერთნაირი ნახაზებით რომ ხართ გაკეთებული, თანაც - რაც თანდაყოლილია თქვენში, იმას შეძენილი რომ ვერ ეკარება. 2012 წლის აპრილში იმდროინდელმა ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ აისახა მის მოხსენებაში პოლიტპატიმართა თემა - ეგ კანონის თანახმად სახალხო დამცველის განსახილველ საკითხთა ფორმატში არ შედისო. სამაგიეროდ პირველმა ვინც 2020 წლის აპრილში ოქრუაშვილი და უგულავა "პოლიტპატიმრებად" შერაცხა - ნინო ლომჯარია იყო.
უწყინარი და ინტერპრეტაციებს მოკლებული შეკითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიდ იურისტებად და კანონების მცოდნეებად რომ მოჰყავთ თავი - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. პასუხის სულ ორი ვარიანტი ჰქონდათ - კი ან არა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა - "საქმეს არ ვიცნობო", თანაც ამ ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემასო, ჩემი ორგანიზაციის "მეთოდოლოგია კრძალავსო". არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ - ჩემი ორგანიზაცია კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ მუშაობსო. სატელეფონო ზარებს და მესიჯებს არ პასუხობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი, ასევე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).
მე მგონი ზუსტად რომ მსგავსი ქცევით - ამ ძვირადღირებულმა, ელიტარულმა და ერთ პარტიას მორგებულმა "მიუკერძოებელმა" კანონის "დამცველებმა" ყველა შეკითხვას უკვე გასცეს პასუხი.’’ - წერს დავით ქართველიშვილი facebook -ზე.