კახა ბექაური: ევროპის ყველა ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიდოში პოლიტიკური რეკლამა აკრძალულია - რათა არ შეიზღუდოს პლურალისტური დებატები“ 

კახა ბექაური: ევროპის ყველა ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიდოში პოლიტიკური რეკლამა აკრძალულია - რათა არ შეიზღუდოს პლურალისტური დებატები“ 

ეს არ არის მარტო ქართული კანონმდებლობით, ევროპის ყველა ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა აკრძალულია, ზოგან საერთოდ საარჩევნო პერიოდშიც აკრძალულია, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

კახა ბექაურმა განმარტა, თუ რატომ დაჯარიმდა „მთავარი არხი“. „საქართველოს კანონი კრძალავს პოლიტიკური რეკლამის გაშვებას არასაარჩევნო პერიოდში. კანონში არის ჩანაწერი, რომ პოლიტიკური რეკლამის გაშვება შესაძლებელია არჩევნების დღემდე 50 დღით ადრე, რაც ყველა ნორმალური ადამიანი ამ ჩანაწერს რომ წაიკითხავს, ამოიკითხავს, რომ არ შეიძლება 51, 52, არც 200 და არც 100 დღით ადრე, მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაიწყო არჩევნებამდე 50 დღით ადრე. დანარჩენ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვება არ შეიძლება. ერთი წლის განმავლობაში იყო მე-4 შემთხვევა, ერთი და იგივე საკითხზე - პოლიტიკური რეკლამის გაშვებაზე არასაარჩევნო პერიოდში ამ კონკრეტული მაუწყებლის (მთავარი არხი) მხრიდან კანონის დარღვევა.

პირველ ჯერზე საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს გაფრთხილებას, როდესაც პირველ ჯერზე დაირღვა კანონი და მან გაუშვა პოლიტიკური რეკლამა, კომუნიკაციების კომისიამ ის გააფრთხილა. ამის შემდეგ მან კიდევ სამჯერ დაარღვია ანალოგიურად, მეორედ მინიმალური ფინანსური ჯარიმა დაეკისრა 2 500 ლარის ოდენობით და კიდევ მესამედ რომ გაიმეორა, კომისიამ უკვე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქცია გამოიყენა, რაც მდგომარეობდა წლიური შემოსავლის 0.5 პროცენტში, რაც შეადგენდა 58 ათასს ლარს. ამის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში კიდევ მეოთხედ დაირღვა და უკვე კანონი ითვალისწინებდა მაქსიმალურ ოდენობას - წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით, რაც 112 ათასს ლარს შეადგენდა“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დაჯარიმდა.

„მინდა თქვენი და მაყურებლის ყურადღება შევაჩერო მნიშვნელოვან გარემოებაზე, თუ რატომ არის პოლიტიკური რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში აკრძალული, არა მხოლოდ ქართული კანონმდებლობით, არამედ ამ პრაქტიკას მისდევს მთლიანად ევროპა და ევროპის ყველა ქვეყანაში არაწინასაარჩევნო პერიოდში აკრძალულია პოლიტიკური რეკლამა, ზოგან საარჩევნო პერიოდშიც აკრძალულია პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად, ის არგუმენტი, რასაც ეს მაუწყებელი და მისი ხელმძღვანელი და იურისტები ამბობენ, თითქოს პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არის სიცრუე. ამას მოწმობს ერთი ის, რომ ევროპული პრაქტიკა, რომელიც გითხარით, არსად არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა დასაშვები არ არის და მეტიც, ზოგან საარჩევნო პერიოდშიც აკრძალულია, არსებობს ბევრი ქეისი, როდესაც ანალოგიურად გაუშვეს პოლიტიკური რეკლამა ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა ორგანიზაციამაც და ადგილობრივმა მედიის მარეგულირებელმა ორგანომ, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, რომ დააჯარიმა მაუწყებელი და აუკრძალა პოლიტიკური რეკლამის გავრცელება არასააარჩევნო პერიოდში. ბრიტანეთის მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ სასამართლოებში გასაჩივრდა, ყველამ გაამართლა მედიის მარეგულირებელი, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დააჯარიმა მაუწყებელი და ბოლოს გასაჩივრდა სტრასბურგის სასამართლოშიც. და არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური რეკლამის შეზღუდვა და აკრძალვა, არც წინასაარჩევნო პერიოდში და არც არაწინასაარჩევნო პერიოდში, თუ ასეთი შეიძლება ჰქონდეს რომელიმე ქვეყანას, არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასო. რატომ? ამის ლოგიკა რა არის, რომ სტარსბურგის სასამართლო პირიქით ამბობს, რომ პოლიტიკური რეკლამის გაშვება არაწინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა ზღუდავდეს პლურალისტური დებატების უფლებას“,- განცხადა კახა ბექაურმა.

მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ დაწერა, რომ არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებრივ საკითხებზე პლურალისტური დებატები იყოს უზრუნველყოფილი.

„სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ პოლიტიკური რეკლამის საჭიროება არ დგას გამოხატვის თავისუფლების კუთხით და მეტიც, შესაძლოა მან პირიქით ზიანი მოიტანოს ჯანსაღი პოლიტიკური დებატის კუთხით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმ მიზეზით, რომ მხოლოდ პრივილეგირებულ ჯგუფებს მიეცეთ ეს საშუალება. სხვათა შორის ეს საკითხი წინასაარჩევნო პერიოდშიც, როგორც გითხარით, ევრპის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ ჩვეთან ჰიბრიდული ფორმაა ამის, იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდშიც ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ჩვენთან დაშვებულია, მაგრამ დაბალანსებულია და დაცულია იმ ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების ინტერესები, ვისაც ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, იმით რომ დაშვებულია უფასო პოლიტიკური რეკლამაც, რომ ის ვინც ვერ ახერხებს ფასიანი პოლიტიკური რეკლამით მიწვდეს პოტენციურ ამომრჩეველს, მას საშუალებას აძლევს ჩვენი კანონმდებლობა, რომ უფასო რეკლამით მიიტანოს სათქმელი ამომრჩეველთან“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დაჯარიმდა.