თეა წულუკიანი პაატა მანჯგალაძეს: არ ვიცი, რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე - აცდით შხამს

თეა წულუკიანი პაატა მანჯგალაძეს: არ ვიცი, რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე - აცდით შხამს

არ ვიცი, რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე - აცდით შხამს, - ასე მიმართა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც მინისტრისგან დაინტერესდა, მართლა ფიქრობს თუ არა წულუკიანი, რომ „შხამისა და სიძულვილის ნთხევით“ ააშენებს ისეთ საქართველოს, რომელიც სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს?!

წულუკიანმა მანჯგალაძის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მისი გამოსვლის შესავალში სიძულვილი და შხამის ნთხევა არ ყოფილა, თუმცა, დასძინა, რომ ყველაფერი წინ არის.

„მე არ ვიცი, რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე, მაგრამ ჩემი გამოსვლის შესავალში, არ იყო არც სიძულვილი და არც შხამის ნთხევა, თუმცა, ყველაფერი წინ არის. პარტია არ ვიცი და აცდით შხამს!“ - მიმართა წულუკიანმა პაატა მაჯგალაძეს.

მანამდე წულუკიანმა სხვა დეპუტატებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენით არ უსაუბრია.

„არც ვიცი როგორ დავიწყო ეს ნაწილი ჩემი გამოსვლის იმიტომ, რომ ღმერთი მაღლიდან იყურება და ჩემი გამოსვლის პირველი ნაწილის დროს რა, რა და სიძულვილის ენით არ მისაუბრია, მაგრამ გამოვსწორდები”, - განაცხადა წულუკიანმა.