საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს - არ ვიცი საკრებულოში არ წარდგენის ფასი რა იყო - ფული, სმა ჭამა თუ მათთვის ჩვეული ხერხებით დაშინება, მაგრამ ფაქტია წევრები ამ წესებს დაემორჩილნენ ზუსტად ისე როგორც "ცხვრები" ემორჩილებიან მწყემსს.
„ვამბობდი "ნაციონალური მოძრაობა" "საკუთარ საქმეში საკუთარ თავსაც არ ენდობა მეთქი" და აჰა!
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოში არჩეული დეპუტატები, ყველა ერთად, თბილისში მდებარე ერთ - ერთ სახლში შეკრიბა და რომ არ გაქცეულიყვნენ მათზე ზედამხედველობა დესტრუქციულ და "პოლიტმოხმაურე" წევრებს დაავალა.
არ ვიცი საკრებულოში არ წარდგენის ფასი რა იყო - ფული, სმა ჭამა თუ მათთვის ჩვეული ხერხებით დაშინება, მაგრამ ფაქტია წევრები ამ წესებს დაემორჩილნენ ზუსტად ისე როგორც "ცხვრები" ემორჩილებიან მწყემსს.
პოლიტმწყემსი ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა, ნიკანორ მელიას უთხრეს შენ ქუჩის ლიდერი იყავი და ამადვე რჩებიო...
ნიკა გვარამია ჩვეული სარკაზმითა და შარვლის ფრიალით ახალ პოლიტდესტრუქციულ სცენარს წერს.
ვაი თქვენს პატრონს...“ - წერს მეგრელიშვილი facebook- ზე.