ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა - ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ფორუმზე სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა. ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა და ამით არის განპირობებული რუსეთის ყოველდღიური მცდელობა, რომ კავკასიის რეგიონში, საქართველოში იყოს დაძაბულობა და დესტაბილიზაციის წინაპირობები მუდმივად ჰქონდეს, როგორც იარაღი, რომელსაც რომელ პერიოდშიც უნდა, იმ პერიოდში ჩართავს. ჩვენ, საქართველოს, სწორი პოზიცია გვიკავია - ეს არის ერთ-ერთი საგანგებო, უმნიშვნელოვანესი სეგმენტი ამ დაპირისპირებისა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია“.