შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო რჩევები უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის

შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო რჩევები უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის

საერთაშორისო პარტნიორების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, საერთაშორისო რჩევები უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რა არის ქართული დემოკრატიისთვის უკეთესი.

"რაც შეეხება პლურალიზმის უზრუნველყოფას, ესეც ევროპული საუკეთესო სტანდარტია, რომ 5 პროცენტამდე ყველა ბარიერი უზრუნველყოფს სათანადო პლურალიზმს, რაც შეეხება კონკრეტულად ბარიერს, ეს არის ქართული პოლიტიკური ძალების, პარტიების გადასაწყვეტი საკითხი, აქ არ არსებობს რაიმე საერთაშორისო სტანდარტი გარდა იმისა, რომ 5- ზე მაღალი პროცენტი მიღებულია, რომ არის მაღალი ბარიერი, რაც შეეხება 5- მდე ბარიერს, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტონ პარლამენტის წევრებმა. ჩვენ ბარიერი უნდა დავადგინოთ არა იმიტომ, თუ რომელ პარტიას რა მოსწონს ან აწყობს, მათ შორის, საერთაშორისო რჩევებიც უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის და სტაბილურობისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განწესება განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე, ამიტომ აქ რაიმე პროცედურული ხარვეზის მითითება რთულია, ამიტომ ჩვენ უფრო ხშირად გვესმის ზოგადი განცხადებები, ერთადერთი, რაც გვესმის არის სურვილები თუ შენიშვნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს უმრავლესობა და არა უმცირესობა. თუმცა, დემოკრატია სწორედ ასე ფუნქციონირებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.