ადამიანი ჩამოვიდა და ჩაბარდა ვის? - ფაქტობრივად, ჯალათებს, ვიცი, რომ უკრაინაში დიდი სურვილი აქვთ, დაიბრუნონ თავიანთი მოქალაქე - რაც შეეხება შეწყალებას, არ არის გამორიცხული არაფერი

ადამიანი ჩამოვიდა და ჩაბარდა ვის? - ფაქტობრივად, ჯალათებს, ვიცი, რომ უკრაინაში დიდი სურვილი აქვთ, დაიბრუნონ თავიანთი მოქალაქე - რაც შეეხება შეწყალებას, არ არის გამორიცხული არაფერი

ადამიანი ჩამოვიდა და ჩაბარდა ვის? - ფაქტობრივად, ჯალათებს - ვიყავი უკრაინაში, შევხვდი მაღალი თანამდებობის პირებს და ვიცი, რომ მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, დაიბრუნონ თავიანთი მოქალაქე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შედეგად, საარჩევნო პროცესი გააქტიურდა, რადგან, როგორც მან აღნიშნა, ბევრი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მისვლას მანამდე საერთოდ არ აპირებდა.

გიული ალასანიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნება გამართლებული იყო.

მისივე განმარტებით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ საკუთარი მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააბრუნონ.

„როგორც დედას, ბუნებრივია, მაქვს მუდმივი შიში და ჩემზე, რომ ყოფილიყო რამე დამოკიდებული, არც კი ვიცი, რა რჩევას მივცემდი. როგორც მოქალაქეს, მიმაჩნდა, რომ მისი აქ ყოფნა აუცილებელია, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც დედისთვის, ძალიან რთული გადასადგმელი ნაბიჯი იყო. შედეგის მიხედვითაც ვხედავთ რა ხდება. ადამიანი ჩამოვიდა და ჩაბარდა ვის? - ფაქტობრივად, ჯალათებს. ეს არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება, მთელი ეს წლები ის მუდმივად ფიქრობდა თავის ქვეყანაზე, მუდმივად ეძებდა რაღაც გზებს ქვეყნის გადასარჩენად და ბოლოს და ბოლოს მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და დავდექი ფაქტის წინაშე. იმდენად მტკიცე იყო მისი გადაწყვეტილება, რომ მას ვეღარაფერი შეაჩერებდა. ალბათ, მაინც იყო გამართლებული, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, მაგალითად ჩემი გარემოცვა, საერთოდ არც აპირებდა არჩევნებზე მისვლას, საერთოდ ხელი ჰქონდათ ჩაქნეული ამ ქვეყანაზე და ძალიან ბევრი წასვლას აპირებდა. მისმა გამოჩენამ მათ ეს გადააფიქრებინა, საარჩევნო პროცესი გააქტიურდა. არ იქნებოდა ასეთი მონაწილეობა, რომ არა მისი აქ ყოფნა. მაგრამ რა ფასად მოხდა ეს? - ფაქტობრივად, ჩემი შვილის სიცოცხლე ეკიდა ბეწვზე და ახლაც არ ვიცით, რა გველის ხვალ.

მე ვიყავი უკრაინაში, შევხდი მაღალი თანამდებობის პირებს და ვიცი, რომ მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, დაიბრუნონ თავიანთი მოქალაქე. ჩემი შვილი ამ წუთში არის მხოლოდ უკრაინის მოქალაქე და მათ ამის სურვილი აქვთ. ომბუდსმენი ჩამოვიდა ორჯერ, ძალიან აქტიური ქალია. იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვდი იქ, ისეთ პირებს, რომელთაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ თავიანთი მოქალაქე ჰყავდეთ იქ“, - განაცხადა მან.

გიული ალასანიამ ასევე ისაუბრა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე. მისი თქმით, პატრიარქმა სააკაშვილთან საჩუქარი გაატანა.

„მე ეს განზრახვა არც მქონია, მივედი მის სანახავად. ვიცოდი, რომ პატრიარქი საქმის კურსშია, იცოდა ჩემი შვილის პრობლემა. მივიღე მისგან დალოცვა, იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატარა საჩუქარიც გამომატანა ჩემს შვილთან“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის დედა არც იმას გამორიცხავს, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია შეიცვალოს.

„ვიცი, რომ ადამიანები აკეთებენ რაღაც განცხადებას, მაგრამ ჩვენ ხომ ცოცხალი ადამიანები და მოაზროვნე არსებები ვართ მეტ-ნაკლებად და ადამიანებს ხომ შემდეგ ეცვლებათ აზრი და სხვა ნაბიჯებს დგამენ?! - არ არის გამორიცხული არაფერი, მე ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა მან.

Katana . ერთხელ რომელიმე ჟურნალისტმა ჰკითხოს ამ ქალბატონს: იმისთვის თუ მოდიოდა სააკაშვილი საქართველოში, რომ "ჯალათებს ჩაბარებოდა", რა აუცილებლობა მოითხოვდა კონტრაბანდული ტვირთვით შემოპარვას, რძის პროდუქტებთან ერთად?
რატომ არ აიღო ბილეთი, არ ჩაჯდა თვითმფრინავში და არ შემოვიდა ლეგალურად?
რა, ვინმე არ უშვებდა საქართველოში თუ ტრაპიდან ჩამოსულს არ მიიღებდნენ ციხეში?
გიული ალასანიას ინტერვიუებისა და განცხადებების შემდეგ ყველასათვის ნათელი გახდა, რატომ გაიზარდა მისი შვილი ასეთი უტიფარი მატყუარა!
2 წლის უკან