თამარ ჩერგოლეიშვილი: ბოკერია რომ დაიჭირონ და “ჩამიშვას”, ჩერგო მაძალებდაო

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბოკერია რომ დაიჭირონ და “ჩამიშვას”, ჩერგო მაძალებდაო

“ბოკერია რომ დაიჭირონ და ჩერგო მაძალებდაო “ჩამიშვას” – ამის შესახებ პოლიტიკური კომენტატორი და “ევროპული საქართველოს” წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსთან დაკავშირებით თქვა:

“სანდრას რატო არ ასამართლებთ, ხარჯების დიდი ნაწილი მისია. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე. იმიტიმ რომ ამ ხარჯების მეოთხედი სანდრასია. მაგრამ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ რომ მან შემოიტანა ქვეყანაში ასი მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში, სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე, უამრავი რამე აქვს გაკეთებული ციხეში ჯანდაცვის მიმართულებით”,- განაცხადა სააკაშვილმა.