მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, მოვისმინო ყველა პრეტენზია, ვიკამათო, სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით, ეს იქნება ჩემთვის კათარზისიც და განწმენდის პროცესიც

მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, მოვისმინო ყველა პრეტენზია, ვიკამათო, სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით, ეს იქნება ჩემთვის კათარზისიც და განწმენდის პროცესიც

მზად ვარ, მოვისმინო ყველა პრეტენზია, ვიკამათო, სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით, ეს იქნება ჩემთვის კათარზისიც და განწმენდის პროცესიც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ვინც კამყოფილი ხართ ჩემი წინა გამოსვლით, ვინც ჩემს ბოდიშს გულწრფელად, არაგულწრფელად ან არასაკმარისად თვლით. ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებული შეცდომებისა საკმარისია და ვისაც მიაჩნია, რომ ეს საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო და ყველაფერი, მე მინდა, ყველას გითხრათ, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია, მზად ვარ, ვიკამათო თქვენთან, დაგეთანხმოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით, სადაც მართალი შეიძლება, აღმოვჩნდე, დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან. აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას. ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის ასევე კათარზისიც და განწმენდის პროცესი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.