გია აბაშიძე: ექს-პრეზიდენტი ისეთ არარაციონალურ განცხადებებს აკეთებს, რომ უფრო მეტად იზიანებს თავს მომხრეების თვალში

გია აბაშიძე: ექს-პრეზიდენტი ისეთ არარაციონალურ განცხადებებს აკეთებს, რომ უფრო მეტად იზიანებს თავს მომხრეების თვალში

ექსპერტი გია აბაშიძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე სასამართლო პროცესს, სადაც სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ პროცესზე სამი საათი ადრე მიიყვანეს და ფუჭად ხარჯვის დრო არ აქვს

„ნუ გგონიათ სააკაშვილის ადვოკატებს, რომ მათი კლიენტის დაცვის სტრატეგია სწორია. ექს-პრეზიდენტი ისეთ არარაციონალურ განცხადებებს აკეთებს, რომ უფრო მეტად იზიანებს თავს მომხრეების თვალში. სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივაზე რა ისმის, ჩატარდა ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიატრიული შემოწმება? რა შედეგებია თუ ჩატარდა ასეთი კვლევა? ცალკე ნიკა გვარამიას ისტერიული გამოხტომები, რომლებიც არაფრის მომტანია. ეს დესტრუქციული ენთუზიაზმი ტელესტუდიაში გააგრძელოს და არა სასამართლოს შენობაში!“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.