"რაინდი მოთამაშის ტყავში: მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი ვლადიმერ პუტინს დააბრალა" - როგორ ეხმაურება რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს?

უცხო­ურ­მა მა­ს­მე­დი­ამ უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­სა­ში რამ­დე­ნი­მე პუბ­ლი­კა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა, გა­შუქ­და რა­დიო-ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­და­ცე­მებ­შიც. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს რუ­სუ­ლი მე­დია.

გა­ზეთ "კო­მერ­სან­ტში" (КоммерсантЪ) გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რა­ინ­დი მო­თა­მა­შის ტყავ­ში: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყვე­ლა­ფე­რი ვლა­დი­მერ პუ­ტინს და­აბ­რა­ლა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ტო­ვა“ (ავ­ტო­რი - გი­ორ­გი დვა­ლი). პუბ­ლი­კა­ცი­ის სა­თა­უ­რი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ რუ­სუ­ლი თარ­გმა­ნის ერ­თგვარ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. მა­სა­ლა­ში საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად არის გად­მო­ცე­მუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მან სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის დროს გა­ა­კე­თა, აგ­რეთ­ვე აღ­წე­რი­ლია ის ფაქ­ტე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უარ­ყო და ყვე­ლა­ფე­რი სხვას გა­და­აბ­რა­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს. მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ 2007 წლის ოპო­ზი­ცი­უ­რი მი­ტინ­გის დარ­ბე­ვას თვი­თონ კი არ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, არა­მედ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიო...

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, გა­ირ­კვა მისი ბე­ლა­რუ­სი კო­ლე­გის - ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს როლი ვი­თომ­და "მოს­კო­ვის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­ტი­ქარ­თუ­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის“ გახ­სნა­ში, მაგ­რამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ გა­ნუ­მარ­ტავს, თუ რა­ტომ გა­მო­ი­ჩი­ნა მას­თან ასე­თი წრფე­ლი გუ­ლახ­დი­ლო­ბა ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა, როცა იგი ქარ­თველ კო­ლე­გას რუ­სუ­ლი ეფ-ეს-ბე-ს სა­ი­დუ­ლო ოპე­რა­ცი­ებს უზი­ა­რებ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით არც ბე­ლა­რუ­სის და არც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნათ­ქვამ­ზე რა­ი­მე რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია.

სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ამა­ყად და ყო­ველ­გვა­რი მოკ­რძა­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­მოთ­ვა­ლა თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი "დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი“ ქარ­თვე­ლი ერი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე, მათ შო­რის ისიც, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჩემი შექ­მნი­ლია“.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა ქე­ბის სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა თა­ვი­სი მე­ო­რე სამ­შობ­ლოს - უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თაც, სა­დაც მას თურ­მე ორ­ჯერ სთა­ვა­ზობ­დნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს და კარ­გად ცხოვ­რობ­და.

კი­დევ ერთ გა­მო­ცე­მა­ში "ნე­ზა­ვი­სი­მა­ია გა­ზე­ტა­ში“ (Независимая газета) და­ბეჭ­დი­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი­დან ბრალ­მდე­ბე­ლი გახ­დეს - ექ­სპრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ევნ, რომ მას გან­გებ აგი­ჟე­ბენ“ (ავ­ტო­რი - იური რო­ქ­სი). პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ვრცლა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი: ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა გან­ხი­ლუ­ლი აგ­რეთ­ვე ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის ბი-ბი-სი-ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის (BBC Russian) მიერ მომ­ზა­დე­ბულ ვრცელ მა­სა­ლა­შიც, სა­თა­უ­რით: "სა­ქარ­თვე­ლოს არა­სო­დეს ჰყო­ლია დამ­ნა­შა­ვე პრე­ზი­დენ­ტი“: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და თა­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე“ (ავ­ტო­რი - ნინა ახ­მე­ტე­ლი). პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ყუ­რა­დღე­ბა აქვს დათ­მო­ბი­ლი რო­გორც ექს-პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლას და მის მიერ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას, ასე­ვე პა­ტიმ­რო­ბის ის­ტო­რი­ას, ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, მხარ­დამ­ჭერ­თა მიერ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას (