ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე სანდო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედია. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებთან ერთად განვიხილეთ, როგორ გავაუმჯობესოთ რეფორმების ძალისხმევა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.