შარლ მიშელი: საქართველოში ჩვენ ბოლომდე უნდა მივყვეთ დადგენილ რეფორმებს თანმიმდევრულად და სანდოდ

შარლ მიშელი: საქართველოში ჩვენ ბოლომდე უნდა მივყვეთ დადგენილ რეფორმებს თანმიმდევრულად და სანდოდ

საქართველოში ჩვენ ბოლომდე უნდა მივყვეთ დადგენილ რეფორმებს თანმიმდევრულად და სანდოდ, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ კავშირს ამ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, ჩვენ ვრისკავთ, დავკარგოთ ის სადმე სხვაგანაც, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გახსნით ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას იმისთვის, რომ პარტნიორებს შორის თანამშრომლობაში მეტი ერთობლივი ძალისხმევა გაჩნდეს, მათ შორის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. ეს ხელს შეუწყობს საერთო გამოწვევების დაძლევას, ასევე მდგრად ზრდასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება მათი საზოგადოებების მხარდაჭერისთვის, ხელს შეუწყობს პარტნიორებს და ბრიუსელს შორის კოორდინაციის გაძლიერებას,”- აღნიშნა შარლ მიშელმა.

Aburjga Tasmanieli ბევრი სვამს კითხვას რატომ გვახვევენ თავს ჩვენთვის ორგანიულად მიუღებელ ღირებულებებს თავს, რა უნდათ, რატომ ქმნიან ჩვენს საზოგადოებაში პრობლემებს? მარტივი პასუხი არსებობს -რატომ გვახვევენ და იმიტომ, რომ პირსისხლიანი იმპერიალისტები არიან, ასეთია მათი ბუნება!  მოგორავს კატოკი და ასწორებს -აუდაბნოებს ყველაფერს! რომელ ქვეყანაში, სადმე სხვაგან სად მოიქცნენ სხვანაირად?!  დავიწყებული გექნებათ, ბელგიამ, საიდანაც ეს შარლ მიშელია, აფრიკაში, კონგოში 8 მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრები გაწყვიტა! 
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბელგიიის მეფე ლეოპოლდ მე-2 ს როდესაც კონგო ბელგიის კოლონიას წარმოადგენდა, კონგოს უზარმაზარი მოსახლეობის კონტროლის მიზნით, შეიქმნა "სოციალური ძალების" რაზმები. დროდადრო სოფლებში გადიოდნენ და დაუმორჩილებელთა საჩვენებელი სიკვდილით დასჯას აწყობდნენ. რაზმების მებრძოლებისგან ვაზნების მოხმარების აუცილებლობის დასტურად მოეთხოვათ მიცვალებულთა მოკვეთილი ხელების უზრუნველყოფა. თუ ჯარისკაცები ნორმაზე მეტ საბრძოლო მასალას ხარჯავდნენ, ცოცხალ ადამიანებს ხელებს ჭრიდნენ. ბელგიაში მათ თვალი დახუჭეს თავიანთი მეფის საქმეებზე. გაზეთები ადგილობრივი მაცხოვრებლების მიმართ სისასტიკეს ხსნიდნენ, როგორც რეაქციას თავად კონგოელების სასტიკ წეს-ჩვეულებებზე: იმ დროს ქვეყანაში კანიბალიზმი ჯერ კიდევ ყვაოდა. 20 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა თითქმის განახევრდა, ანუ დაახლოებით 10 მილიონი კონგოელი დაიღუპა.
3 წლის უკან