„როდესაც სახალხო დამცველი ჩაერთვება იმ ნარატივსა და მესიჯბოქსში, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ალაგებს ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, ჩვენ მას გავაკრიტიკებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„თუ სახალხო დამცველი ფუნქციას სწორად შეასრულებს, ამისთვის მადლობას გადავუხდით და ამ ნაწილში ობიექტურები ვიქნებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.