„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ფიზიკური დასწრება იმისთვის უნდოდა, რომ „გაეკეთებინათ ის რაც დღეს იკადრეს“.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაც შეუძლია და ამით მისი სამართლიანი სასამართლოს ქონის უფლება არ ირღვევა, რადგან დღეს კოვიდრეგუალციებისა და სხვა მიზეზების გამო ასეულობით მსჯავრდებული ერთვება დისტანციურად.
„დღეს გამოჩნდა რისთვის სჭირდებოდათ მათ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა. სჭირდებოდათ იმისათვის, რა სცენარიც დღეს დადგეს და რაც ვერ დადგეს და გააკეთეს იმისთვის, მით უფრო. მათ ეს იმისთვის კი არ სჭირდებოდათ, თითქოს სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება ერთმეოდა, მაშინ როდესაც კოვიდრეგულაციების გამო, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლებელია ის ჩაერთოს და ასე ერთვება ასეულობით მსჯავრდებული და ბრალდებული სასამართლო პროცესებში, მაგრამ ფიზიკურად იმიტომ სჭირდებოდათ სააკაშვილის მიყვანა, რომ გაეკეთებინათ ის, რაც დღეს იკადრეს, და უფრო მეტიც, რაც იკადრეს მაგრამ ვერ განახორციელეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.