გელა მამუკაშვილი: იმედია, საქმის პროკურორი უახლოეს სხდომაზე დააყენებს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის აცილების შუდგომლობას

გელა მამუკაშვილი: იმედია, საქმის პროკურორი უახლოეს სხდომაზე დააყენებს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის აცილების შუდგომლობას

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

"მოსამართლე ლიანა ორკოდაშვლის 2021 წლის 27 ნოემბერს "ტვ პირველისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუსთან დაკავშირებით...                                                                     

მოსამართლეს არ აქვს უფლება, ღიად და საჯაროდ გამოხატოს მოსაზრება მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ქ-ნმა ორკოდაშვილმა განმარტებები გააკეთა საქმის დასრულებამდე. როგორც წესი, საჭიროების შემთხვევაში, განმარტებები კეთდება საქმის დასრულების(გადაწყვეტილების გამოტანის) შემდეგ. ამასთან, განმარტებებს აკეთებს სასამართლოს სპიკერი; მოსამართლის განმარტება კი გადმოცემულია უშუალოდ გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა შ ი(განაჩენში);

მოსამართლე ვალდებულია, გადაწყვეტილების გამოტანამდე არ გაახმოვანოს საკუთარი პოზიცია საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. მეტიც, მან თავი უნდა შეიკავოს ბრლადებულის მიმართ პირადი შეხედულებების და დამოკიდებულების გამჟღავნებისგან. აღნიშნული ვალდებულება მოსამართლეს გააჩნია პროცესის მიმდინაროების ნებისმიერ სტადიაზე. საინფორმაციო საშუალებით გაცხადებული პოზიცია ვითარებას მითუფრო ამძიმებს; 3.

დაუფარავად გამოხატული პოზიციის დამადასტურებელი განცხადებებიდან, ჩემის აზრით, ყველაზე თვალშისაცემი და სიმპტომატური იყო ინტერვიუს ის მონაკვეთი, როდესაც მოსამართლე ლია ორკოდაშვილი შეეხო მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების საკითხს.                          

მოსამართლე გასცდა "თეორიული მსჯელობის" ფორმატს და გაახმოვანა, რომ მის მიერ ბრალდებულ სააკაშვილისთვის პატიმრობის გაუქმების შემდეგ, პრეზიდენტს ს ა თ ა ნ ა დ ო გადაწყვეტილება რომ მიეღო, სააკაშვილი თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ზ ე  იქნებოდა.                                                                 

ინტერვიუს მსვლელობისას მოსამართლემ არაერთხელ, სრულიად ღიად და მკაფიოდ გამოხატა მადლიერება ბრალდებულ სააკაშვილის მიმართ და იმის აღნიშვნასაც არ მოერიდა, რომ სააკაშვილმა, იკავებდა რა იუსტიციის მინისტრის პოსტს, მას შესთავაზა თბილისის ერთ-ერთი რაიონული სასამართლოს(მაშინ თბილისის სასამართლოები რაიონებად იყო დაყოფილი) თავმჯდომარეობა, რაზეც ქ-ნ ორკოდაშვილს დიდსულოვანი უარი უთქვამს. აქვე, ქ-ნი ორკოდაშვილი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილის მხრიდან მის მიმართ "ნდობის გამოხატვა" ამ უკანასკნელის პრეზიდენტობის დროსაც გაგრძელდა.                                                                

ამდენად, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა, ყველა შემთხვევაში ამ განაჩენის მიმართ იქნება დიდი კითხვები და უნდობლობა, რაც განაჩენის საზოგადოების მხრიდან გადაწყვეტილების პოლიტიზების საფრთხეებს შეიცავს.                                   

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში სააკაშვილის პოლიტიკური ფრთის მხრიდან უპირობოდ გაჟღერდება პანიკური გამოხდომები მოსამართლეზე ხელისუფლების მხრიდან "ზეწოლის" თაობაზე; ხოლო გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში საზოგადოებაში იქნება განცდა, რომ გადაწყვეტილება გამოიტანა მიკერძოებულმა მოსამართლემ.                                                                             

იმედია, საქმის პროკურორი უახლოეს სხდომაზე დააყენებს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის აცილების შუდგომლობას.                                                 

ასევე ვიმედოვნებ, რომ იუსტიციის საბჭო იმსჯელებს მოსამართლის მხრიდან სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით და შესაბამის გადაწყვეტილებასაც გამოიტანს".

Katana . აბსოლუტურად ვეთანხმები ბ-ნ გელა მამუკაშვილს და მაინტერესებს: რატომ დაინიშნა სააკაშვილის საქმის მოსამართლედ განსასჯელით ესოდენ აღფრთოვანებული მოსამართლე ქალი, რომელიც მიშას მიმართ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს ვერ ფარავს?!
ბარემ ლუზუნგი გააკრან სასამართლოს ფასადზე:
"კოჰაბიტაცია გრძელდება!"
3 წლის უკან
mamago ფროიდი გადაიკითხეთ და განათდება ყველაფერი!
3 წლის უკან