ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის მიერ სასამართლო პროცესზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ისტორიული კადრი ფოტოგრაფი, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს“, - წერს გიორგი აბდალაძე.