მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში მსხდომებსა და საზოგადოებას მიმართა

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში მსხდომებსა და საზოგადოებას მიმართა

მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმის განხილვისას, დარბაზში მსხდომებსა და საზოგადოებას მიმართა.

„რამდენიმე დღე, თავისუფლად ვიარე საქართველოში, მქონდა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება, ტყვედ აყვანის წინ, და მე ვნახე, ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ძალიან მოღუშული, ხალხი, პრაქტიკულად, არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული. ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა, გკითხოთ: არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ განვითარების ტემპი და დრაივი? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, ერთად უნდა დავასრულოთ ის, რაც ახლა ხდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.