გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის დირექტივაზე: საკითხები, რომლებიც რადიკალიზაციას არ იწვევს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უინტერესოა

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის დირექტივაზე: საკითხები, რომლებიც რადიკალიზაციას არ იწვევს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უინტერესოა

საკითხები, რომლებიც რადიკალიზაციას არ იწვევს, უინტერესოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ამიტომ ახლა ვადამდელი არჩევნები მოიფიქრეს, - ამის შსახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ახალ დირექტივებზე გააკეთა.

„ეს საკითხი დღის წესრიგიდან ნელ-ნელა ქრება და ამიტომ, ცდილობენ, ხელოვნურად, როგორმე ისეთი საკითხი ჩასვან დღის წესრიგში, რომელიც მათი აზრით, რადიკალიზაციის მცდელობას მაინც გამოიწვევს. ბუნებრივია, ეს ასე არ მოხდება.

საკითხები, რომლებიც რადიკალიზაციას არ იწვევს, უინტერესოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ამიტომ ახლა ვადამდელი არჩევნები მოიფიქრეს, რომელსაც მათივე მომხრეებიც კი არ ეთანხმებიან, რადგან აგრძელებენ საკრებულოებში მუშაობას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.