დასავლური ინსტიტუტები ხედავენ ქვეყნის წინსვლას - გამოხატვის თავისუფლებისა და წამების შემცირების მიმართულებით ჩატარებულ კვლევებში საქართველო პირველ ხუთეულშია

დასავლური ინსტიტუტები ხედავენ ქვეყნის წინსვლას - გამოხატვის თავისუფლებისა და წამების შემცირების მიმართულებით ჩატარებულ კვლევებში საქართველო პირველ ხუთეულშია

დასავლური ინსტიტუტები ხედავენ ქვეყნის წინსვლას, სწორედ ამიტომ საქართველო ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე მიწვეულია როგორც მზარდი დემოკრატიის ქვეყანა, ხოლო გამოხატვის თავისუფლებისა და წამების შემცირების მიმართულებით ჩატარებულ კვლევებში პირველ ხუთეულშია - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პრეზიდენტი, რომელმაც ამ სამიტზე საქართველო უნდა წარმოადგინოს, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ქვეყნის უკეთ წარმოჩენისთვის იმ პროექტებში, რომლებსაც “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.

„ნაციონალური მოძრაობისა და აგრესიული ლიბერალების "წყალობით" საქართველოს მოსახლეობაში დემოკრატიის, როგორც ნორმალური, ცივილური და ადამიანური ყოფის ფორმამ საკმაოდ სკეპტიკური განწყობა დაიმსახურა, მაგრამ დასავლური ინსტიტუტები ხედავენ ქვეყნის წინსვლას ამ მიმართულებით და სწორედ ამიტომ საქართველო ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე მიწვეულია როგორც მზარდი დემოკრატიის ქვეყანა, ხოლო გამოხატვის თავისუფლებისა და წამების შემცირების მიმართულებით ჩატარებულ კვლევებში პირველ ხუთეულშია. 

ეს აღიარება ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ე.წ. ოპოზიციის მცდელობისა გაამწვავოს დესტრუქცია, დაძაბოს არსებული პოლიტიკური სიტუაცია, მოსახლეობაში დაამკვიდროს ნიჰილიზმი და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა, ჩაილურის წყალს სვამს.

ქალბატონი პრეზიდენტი, რომელმაც ამ სამიტზე საქართველო უნდა წარმოადგინოს, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ქვეყნის უკეთ წარმოჩენისთვის იმ პროექტებში, რომლებსაც “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება“ - წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.