• ტრიუმფი დრამატულ ფინალში - რატი ნანავა მსოფლიოს ჩემპიონია!
• ქართველმა გეიმერმა eFootball-ის მუნდიალი მოიგო
• ევროპაბეთმა ჩემპიონი პარტნიორობის ფარგლებში დაასაჩუქრა
ისტორიული მიღწევა და ნამდვილი სენსაცია ქართულ კიბერსპორტში - რატი ნანავამ IESF-ის მსოფლიოს პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონი გახდა.
ნანავა ფავორიტებში არ მოიაზრებოდა. მისგან ასეთ თამაშს და მით უმეტეს ჩემპიონობას ბევრი არ ელოდა.
მუნდიალს 24 მონაწილე ჰყავდა, რომლებიც ოთხ ჯგუფში იყვნენ გადანაწილებული, საიდანაც პირველ-მეორე ადგილებზე გასულებმა პლეიოფის საგზური მიიღეს.
ქართველმა გეიმერმა ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ლუქსემბურგის წარმომადგენელს შანსი არ დაუტოვა და 3:0 მოუგო. ნახევარფინალში მას ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, იტალიელი გეიმერი შეხვდა, რომელიც BO5-ის სისტემით 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ქართული კიბერსპორტისთვის ეს უკვე ისტორიული მოვლენა იყო.
ნანავამ დრამატულ ფინალში მექსიკელი მეტოქე 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველი გადამწყვეტ, მეხუთე თამაშს ბოლო წუთებამდე აგებდა და 87-ე წუთზე გაათანაბრა. დამატებით დროში გოლები არ გასულა, პენალტების სერიაში კი მეტოქის ყველა თერთმეტმეტრიანი მოიგერია და 3:0 მოიგო.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, კომპანია ევროპაბეთი საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციასთან პარტნიორობის ფარგლებში, რატი ნანავას სპეციალური პრემიით დაასაჩუქრებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ევროპაბეთი ჩემპიონს 5 000 ლარს გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონისთვის, ტურნირის საპრიზო ფონდიდან 2500 დოლარი იყო გამოყოფილი, რომელსაც ასევე რატი ნანავა მიიღებს. ევროპაბეთმა კი ჩემპიონი დამატებით 5 000 ლარით დაასაჩუქრა.
IESF-ის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად მიმდინარეობს ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტუნირი - Winter Cup, რომლის საპრიზო ფონდიც 100 000 ლარს შეადგენს.
შეჯიბრებმა სტარტი 13 ნოემბერს აიღო და პირველი სახეობა, რომელიც მაყურებელმა იხილა, PUBG MOBILE გახლდათ. მობაილ თამაშების მოყვარულებს PUBG-ისთვის თვალის დევნება ყოველ შაბათ-კვირას შეეძლებათ. 15 ნოემბერს დაიწყო League of Legends, რომელიც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გულშემატკივრებს მატჩების ყურება ყოველ ორშაბათს, საღამოს 8 საათიდან შეეძლებათ. PUBG MOBILE-ისა და LOL-ის საპრიზო ფონდი 20 000 – 20 000 ლარით განისაზღვრა.
ამავე რაოდენობის საპრიზო ფონდი აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სახეობას CS:GO-ს. საქართველოს ეროვნულ ლიგაში ის 16 ნოემბერს გამოჩნდა. ამ სახეობის მოყვარულებს, ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს შესაძლებლობა აქვთ, თვალი მიადევნონ ქვეყნის ყველაზე გამორჩეული გუნდების დაპირისპირებას.
კიბერსამყაროში DOTA 2 ყველაზე მაღალბიუჯეტიანი, იდუმალი და ამოუწურავი რესურსების მქონე სახეობად ითვლება, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ქართულ ტურნირში 18 ნოემბრიდან ჩაერთვება. შეხვედრების პირდაპირი ტრანსლირება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება, ხოლო საპრიზო ფონდი აქაც 20 000 ლარს შეადგენს.
20 ნოემბერს ასპარეზობა ფეხბურთის მოყვარულებს დაეთმობათ. ტურნირში FIFA 22 გამოჩნდება. 20-21 ნოემბერს პირველი ეტაპი ჩატარდება, ხოლო ყოველ ხუთშაბათს საუკეთესო რვა მოთამაშე წრიული სისტემით დაუპირისპირდება ერთმანეთს. ჩემპიონატი ლანში, კიბერარენაზე გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.
ყველაზე ბოლოს ტურნირში TEKKEN ჩაერთვება, რომელიც 23 ნოემბრიდან დაიწყება. ამ სახეობაში საპრიზო ფონდი 8 000 ლარს შეადგენს. ჩემპიონატი ლანში ჩატარდება და მისი ყურება სამშაბათობით იქნება შესაძლებელი.
ყველა სახეობაში საუკეთესო რვა გუნდი, ხოლო ფიფასა და ტეკენში ტოპ რვა მოთამაშე, ასპარეზობას ევროპაბეთის Winter Cup-ზე გააგრძელებს. ფინალური შეხვედრები სპორტის სასახლეში შედგება. მატჩების პირდაპირ ტრანსლირებას კი ფედერაციის YOUTUBE-ის არხი უზრუნველყოფს. ( https://www.youtube.com/cybertv )
ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა - მათ შორის იყო რატი ნანავა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.