ნიკა მელია: კვირის ბოლოს კონკრეტულ გეგმას დავდებთ და საზოგადოებას გავაცნობთ, რა არის სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს

ნიკა მელია: კვირის ბოლოს კონკრეტულ გეგმას დავდებთ და საზოგადოებას გავაცნობთ, რა არის სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს

კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებთ და საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ცოცხალი ჯაჭვის აქცია - პერფორმანსზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება.

„თქვენც, მეც და რუსთაველის გამზირზე მყოფ ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა. უახლოეს მომავალში ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ წუწუნი იმაზე, გუშინ რატომ არ მოხდა, საქმეს ხვალ და ზეგ არ წაადგება. წუწუნი, ხვნეშა და თვითგვემა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს „რობოკოპები“ ჰყავს და რატომ ვერ ვერევით, არათუ ვერ ვერევით, ბიძინა ივანიშვილს სისხლისღვრაში არ შევყევით, რადგან იმ ძალისთვის, რომელსაც მორალური და ზნეობრივი საყრდენი გამოცლილი აქვს, ფუფუნებაა, რომ შეჰყვე ისეთ სცენარში, რომელშიც ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთ ხსნას ხედავენ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს ძალიან აქტიური მუშაობა მოუწევთ.

 

amo ესენი ისევ თავისას უბერავენ
1 თვის უკან