გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის პირადი ექიმისა და მეგობრების სურვილებს, რომ რამდენჯერაც მას თავი ასტკივდება, კურორტზე გავუშვათ, სერიოზულად არავინ შეხედავს

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის პირადი ექიმისა და მეგობრების სურვილებს, რომ რამდენჯერაც მას თავი ასტკივდება, კურორტზე გავუშვათ, სერიოზულად არავინ შეხედავს

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმისა და მეგობრების სურვილებს, რომ რამდენჯერაც სააკაშვილს თავი ასტკივდება, კურორტზე გავუშვათ, სერიოზულად არავინ შეხედავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყოფილია სახელმწიფოსა და შესაბამისი უწყებების მიერ და ამაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით მგონი დასრულდა ყოველგვარი სპეკულაციები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყოფილია სახელმწიფოსა და შესაბამისი უწყებების მიერ და ამაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

რაც შეეხება მისი პირადი ექიმის და მეგობრების სურვილებს, რომ სააკაშვილს რამდენჯერაც თავი ასტკივდება, იმდენჯერ დასასვენებლად სადღაც კურორტზე უნდა გავაგზავნოთ, ამას ბუნებრივია, არც ერთი ჩვენი მოქალაქე და არც სხვა სერიოზულად არ შეხედავს. ის, როგორც პატიმარი სრულყოფილ სამედიცონო მომსახურებას მიიღებს, მაგრამ მოიხდის სასჯელს, როგორც სასამართლოს მიერ აქვს მისჯილი“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.