როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 ნოემბერს ქუთაისში მზიანი დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღე და +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

მესტიაშიც მზიანი დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

+16 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

გორში +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3გრადუსი იქნება.

გუდაურში მზიანი დღე და +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +16 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.