დღეს გიორგობაა

დღეს გიორგობაა

მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. საქართველოს ეკლესია წმიდა გიორგის მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად მიიჩნევს.