ეს განცხადება დღეს არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში ემსახურება საქართველოს სტაბილურობის მხარდაჭერას და სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ მართული მედიის პროპაგანდა “დასავლეთთან დაშორების” შესახებ სიცრუეა. სინამდვილეში:
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი კონსტიტუციაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში აისახა
NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები საქართველოში, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარდა
2015-2021 წლებში საქართველო იყო „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი