საპარლამენტო უმრალვესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ნინო ლომჯარიას უარი ეთქვა მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართულიყო. მისი თქმით, არ არსებობს პროცედურა, რომელიც ომბუდსმენს დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში ჩართვის საშუალებას მისცემდა.
„მათ ჰქონდათ დაყენებული მოთხოვნა, რომ მესამე მხარედ ჩართულიყვნენ დროებითი ღონისძიების განხილვის საკითხში და ამაზე უარი მიიღეს იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში ასეთი პროცედურული შესაძლებლობა არ არსებობს. სასამართლომ მიუთითა კიდეც, რომ არაკვალიფიციურად იყო შედგენილი ეს მოთხოვნა. სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის ოფისი ასეთი დაბალი კვალიფიკაციით მოქმედებს. იყოს სურვილი, რომ ე.წ. ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, მონაწილეობა მიეღო განხილვაში. საერთო ჯამში, ამან დაადასტურა, რომ სტრასბურგის სასამართლო საკმარისად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ წარდგენილ ინფორმაციას“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
19 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისმა სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი მიიღო, სადაც სასამართლო აღნიშნავს, რომ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე ომბუდსმენის აპარატს უარს ეუბნება.