ჯაღმაიძე პრემიერის ინიციატივას აფასებს: მივესალმები, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად

ჯაღმაიძე პრემიერის ინიციატივას აფასებს: მივესალმები, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად

"მივესალმები" - პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ რეგულაციების გამკაცრებაზე - შემდეგ კი მათ საერთოდ აკრძალვაზე - ამის შესახებ, საპატრიარქოს პრესმდივანი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს:
"მივესალმები

სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა ,- იზრდებოდა.

მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.