დღეს სიტუაცია მიდის იქით, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.
„მე თავად ორჯერ შევესწარი ხელჩართულ ჩხუბს ყოფილ ნაცნობ-მეგობრებს შორის პოლიტიკური მოტივაციით და ვხედავთ, რომ დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია. ჩემი მთავარი სათქმელია, რომ მე დღეს ვხედავ ამ საფრთხეს და ვთვლი, რომ შეიძლება საქართველოში დღეს განმეორდეს 1991 წლის 22 დეკემბერი, მით უმეტეს იმ რესურსების სრულად გამოყენების შემთხვევაში, რომელსაც აკონტროლებს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.