არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიამ დაკარგა თავისი პოლიტიკური ფუნქცია და პარტიის ოპერაციული ხელმძღვანელი არის რეალურად გვარამია და არა მელია

არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიამ დაკარგა თავისი პოლიტიკური ფუნქცია და პარტიის ოპერაციული ხელმძღვანელი არის რეალურად გვარამია და არა მელია

როდესაც 3 ტელევიზია გაქვს, პროპაგანდას აწარმოებ მთელი დღეების განმავლობაში და დეზინფორმაციის დისტრიბუციით ხარ დაკავებული, ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია ემოციური ფონი შეუქმნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებში დამარცხების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყურადღება სხვა ემოციურ ფაქტორზე გადაიტანა და ამ შემთხვევაში ის იყენებს სააკაშვილის ჯანმრთელობას.

„სწორედ ამიტომ არის, რომ გვარამია პირადად დარეგისტრირდა სააკაშვილის ადვოკატად და ის არის პარტიული პროდიუსერი, რომელიც აკონტროლებს „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდას, ის პარალელურად იყო პრაქტიკულად სააკაშვილის ჩამნაცვლებელი და დირიჟორი, როდესაც სააკაშვილი იყო უკრაინაში. დღეს ის დარეგისტრირდა ადვოკატად და შესაბამისად, სააკაშვილი მას პირდაპირ აძლევს დავალებებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ნიკა მელიამ დაკარგა თავისი პოლიტიკური ფუნქცია მეტწილად და პარტიის ოპერაციული ხელმძღვანელი, ვინც ყოველდღე მართავს პარტიას, არის რეალურად გვარამია და არა მელია“, - აღნიიშნა არჩილ თალაკვაძემ.