აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი:  მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი:  მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად

ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას 1-ელი ოქტომბრის, მისი დაკავების შემდეგ - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მიესალმება სახალხო დამცველის მიერ სამედიცინო ჯგუფის შექმნას.

„მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო მუშაობას დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნის კუთხით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას შესამოწმებლად,”- აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყოფილ პრეზიდენტს სამართლიანად მოექცეს.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ. ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ის, რომ ბატონი სააკაშვილი დაესწროს ყველა სასამართლო სხდომას მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ ის ამას მოითხოვს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

Katana . ექსპრეზიდენტის ამერიკელ მეგობრებს შეუძლიათ არ ინერვიულონ: ბატონ სააკაშვილს ექცევიან საუკეთესოდ!..
ახლა, შეიძლება, მთლად ისე, ვერა, როგორც თავისი კომფორტით ცნობილ თქვენს გუანტანამოს ციხეში, მაგრამ ამგვარი ზრუნვის საგანი რომ დღემდე არასოდეს არც ერთი პატიმარი არ გამხდარა საქართველოში, ეგ უდავოა!
თქვენი წყაროებით ისიც გეცოდინებათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სულაც არ მიაჩნია ასეთი ზრუნვა ადეკვატურად: სააკაშვილის რეჟიმის დროს რომ ციხე საკონცენტრაციო ბანაკებად და ინკვიზიციის წამების კამერებად იყო ქცეული, ამისი მრავალი მოწმე უკვე ცოცხალიც აღარ არის, მაგრამ, საბედნიეროდ, კიდევ ბევრი დარჩა, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს და გარწმუნებთ, ისინი სრულებითაც არ იზიარებენ თქვენს უსაფუძვლო შეშფოთებას სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო!..
ნურც ე.წ. ომბუდსმენ ლომჯარიას "დაუნიშნავთ" ჩვენს ხელისუფლებას ზედამხედველად! - ლომჯარია არ გახლავთ ის ფიგურა, რომელმაც უნდა განუსაზღვროს ხელისუფლებას ქცევის ნორმები! - მისდამი ნდობა ხალხში არის ნული!
მის გამოჩენაზე რომ ციხის საკნებიდან მხოლოდ გინება ისმის, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს მის ავტორიტეტზე!
3 წლის უკან
Katana P.S. ბატონებო, თქვენი წერილი იწვევს 1991 წელს აშშ პრეზიდენტის, ბუში-უფროსის განცხადების ასოციაციას - ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო...
რაც ოპოზიციის მხრიდან არცთუ უსაფუძვლოს იქნა აღქმული, როგორც მწვანე შუქი ხელისუფლების დასამხობად და სწორედ ამას მოჰყვა პუტჩი და სამოქალაქო ომი!
3 წლის უკან