დავით სერგეენკო სააკაშვილზე: თუკი კვლევები, რასაც დანიშნავენ კონსულტანტები, შესაძლებელი იქნება ჩატარდეს ადგილზე, ჩატარდება ადგილზე, თუკი საჭირო გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა

დავით სერგეენკო სააკაშვილზე: თუკი კვლევები, რასაც დანიშნავენ კონსულტანტები, შესაძლებელი იქნება ჩატარდეს ადგილზე, ჩატარდება ადგილზე, თუკი საჭირო გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა

დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია, როდესაც ექიმი-სპეციალისტები ჩამოწერენ უახლოესი საათების სამუშაო გეგმას. თუკი ეს კვლევები, რასაც დანიშნავენ კონსულტანტები, შესაძლებელი იქნება ჩატარდეს ადგილზე, ჩატარდება ადგილზე, თუკი საჭირო გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

„ერთადერთი გადაწყვეტილების საფუძველი არის, სამედიცინო ჩვენებები“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.