სააკაშვილი ცდილობს სიტუაციის შეცვლასა და თვითპიარს - მან თავისი არცერთი დაპირება არ შეასრულა, - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა იანინა სოკოლოვსკაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის დაპატიმრება უკრაინაში მიიღეს როგორც კანონზომიერება.
„ყველაფერი, რასაც სააკაშვილი აკეთებდა ეს იყო დეტონატორი, ის ხალხისთვის არაფერს ქმნიდა. ის სიტუაციის შეცვლას თავის სასარგებლოდ და პიარისთვის ცდილობს. ჩვენ გვესმოდა რომ ეს იყო ბოლო იმედი, რომ უნდა წავიდეს საქართველოში, ჩაჯდეს ციხეში და დაამტკიცოს რომ მის პარტიას მოგება შეუძლია. როდესაც პოროშენკო იყო უკრაინის პრეზიდენტი, მან სააკაშვილს მოქალაქეობა წაართვა და შესთავაზა საქართველოში წასულიყო. მაგრამ იმ დროს სააკაშვილს ამის გაკეთებად არ უნდოდა. უკრაინისთვის ის არ არის საინტერესო. მან არ გაამართლა არცერთი მისი დაპირება და უკრაინელებს ეს კარგად ახსოვთ, - განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელ ომბუდსმენს არ შეუძლია რომ არ იყოს აქტიური.
„თუ სააკაშვილს დაუბრუნდება უკრაინის მოქალაქეობა, უკრაინამ უნდა გამოხატოს აქტიურობა საკუთარი მოქალაქესთან დაკავშირებით. ამ ფარგლებში მოქმედებს დიპლომატიური დაწესებულებები და ასევე ომბუდსმენი“, - განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.