საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციაზე ოთხი პირია დაკავებული.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
აქციის მონაწილეები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის უცნობია, რატომ აკავებდა პოლიცია აქტივისტებს. როგორც ადგილზე სამართალდამცველებმა განმარტეს, აქციის მონაწილეები პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ.