არჩილ თალაკვაძე: შიმშილობის მართვის პროტოკოლიც კი არ არსებობდა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, შიმშილობის გამო ადამიანებს სასიკვდილოდ სჯიდნენ, რა პროტოკოლი ექნებოდათ

არჩილ თალაკვაძე: შიმშილობის მართვის პროტოკოლიც კი არ არსებობდა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, შიმშილობის გამო ადამიანებს სასიკვდილოდ სჯიდნენ, რა პროტოკოლი ექნებოდათ

შიმშილობის მართვის პროტოკოლიც კი არ არსებობდა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. შიმშილობის გამო ადამიანებს სასიკვდილოდ სჯიდნენ, რა პროტოკოლი ექნებოდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სასჯელაღსრულების სისტემა მზად არის რომ მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი გასწიოს

„მაგრამ შიმშილობის მართვის სამედიცინო პროტოკოლი ჩვენ ვთარგმნეთ ევროპის საბჭოს საუკეთესო პრაქტიკის თანახმად. ჩვენ მივიღეთ ეს საკანონმდებლო სტანდარტის დონეზე. მას შემდეგ ყველა მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მონიტორინგი ხდება ამ პროტოკოლის სტანდარტით. ამ სტანდარტის თანახმად დღეს სასჯელაღსრულების სისტემა რა თქმა უნდა, მზად არის რომ მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი გასწიოს, მათ შორის მაშინ, როდესაც ის კვებას აღადგენს, ამ პროცესშიც უზრუნველყოს მისი სამედიცინო მხარდაჭერა. რაც შეეხება მაღალტექნოლოგიურ ჩარევას, რაზეც მიმდინარეობს სპეკულაციები, საქართველოში სულ რამდენიმე სამედიცინო ცენტრია, სადაც პაციენტს შეუძლია თითქმის ყველაფრის გაკეთება და ბევრი სერვისი ჯანდაცვის სისტემაში ასევე გადანაწილებულია სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში და პაციენტებს სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში უწევს მომსახურების იღება. პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფო გახლავთ C კატეგორიის სამკურნალო დაწესებულება, იგივე პირობებით აკრედიტებული, როგორც სამოქალაქო საავადმყოფოებია და არის მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.