თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ოპოზიციის მასობრივი გინება მიდის ფრუსტრირებული საპროტესტო ელექტორატის მხრიდან.
ოპოზიცია არ არის ერთიანი. ოპოზიციაში არიან სხვადასხვა პარტიები.
ამიტომ, თუ შეიძლება:
აგინეთ იმას, ვინც დაგპირდათ რომ მიშას ჩამოსვლა "ხიხოს წნევას" გაუზომავდა.
აგინეთ იმას, ვინც დაგპირდათ რომ მიშას მეორე ტურამდე გამოიყვანდა.
აგინეთ იმას, ვინც მოგატყუათ, რომ მიშას დაჭერაზე დასავლეთი ფეხზე დადგებოდა.
აგინეთ იმას ვინც ახლა გპირდებათ, რომ მიშა თუ მოკვდა "ბიძინა ვერ გაასწრებს"
აგინეთ იმას, ვინც არასწორ, უპასუხისმგებლობო მოლოდინებს გიქმნით და მერე გიცრუებთ.
ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, ვისაც თქვენთვის არაფერი მოუტყუებია, არაფერი გაუზვიადებია, არც არასწორი მოლოდინი შეუქმნია - მაგრამ ასეთებს მოღალატეს, გაყიდულს, "კაბინეტის პოლიტიკოსს" და რას არ უწოდებდით, იმიტომ რომ თქვენთვის სასურველს, რეალობად არ გასაღებდათ და იმ მომენტში რაც გესიამოვნებოდათ, იმ ილუზიებს არ გიქმნიდათ",- წერს ჩერგოლეიშვილი.