დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში - განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი

დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში - განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი

განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი - ასე ეხმაურება „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, N18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვას.

მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველგვარ პოლიტიკის საზღვრებს სცდება.

"მივმართავ "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში!

ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველგვარ პოლიტიკის საზღვრებს სცდება.

განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი.

თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, რომ ჩვენი ქმედებებით ან უმოქმედობით არ დავაყენოთ არცერთი ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ!", - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.