ექიმი ზურაბ ფაღავა: ექსპრეზიდენტს ბადრაგიც ძალიან კარგად ეპყრობოდა, მით უმეტეს, ციხის ექიმები ძალიან კორექტულები იყვნენ

ექიმი ზურაბ ფაღავა: ექსპრეზიდენტს ბადრაგიც ძალიან კარგად ეპყრობოდა, მით უმეტეს, ციხის ექიმები ძალიან კორექტულები იყვნენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები მიმდინარეობს. ამ წუთებში კითხვებს ექიმი ზურაბ ფაღავა პასუხობს.

როგორც მან უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ბოლოს 23 ოქტომბერს ნახა, რა დროსაც ის კონსილიუმის მიერ დანიშნული მკურნალობის ეტაპს გადიოდა. ფაღავამ აღნიშნა, რომ ექიმები იყვნენ კორექტულები და სააკაშვილს ექცეოდნენ სათანადოდ.

„ის ჯერ კიდევ იყო რუსთავში. მას შემდეგ კონსილიუმში მონაწილეობა არ მიმიღია და უშუალოდ მისი გადმოყვანის დღეს და წინა დღეებში არ მინახავს. მაშინ მის მიმართ კარგი მოპყრობა იყო. ბადრაგიც ძალიან კარგად ეპყრობოდა. მით უმეტეს, ციხის ექიმები ძალიან კორექტულები იყვნენ“, - განაცხადა ფაღავამ.