სოზარ სუბარი: შიმშილობის თუ ფეიკ-შიმშილობის 49-ე დღე იწურება და ვერ გავიგეთ რა უნდა მიხეილ სააკაშვილს

სოზარ სუბარი: შიმშილობის თუ ფეიკ-შიმშილობის 49-ე დღე იწურება და ვერ გავიგეთ რა უნდა მიხეილ სააკაშვილს

არსებობს სამედიცინო აზრი და არსებობს ალტერნატიული სამედიცინო აზრი. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის სამინისტრო და სასჯელაღსრულების სამსახური შეაჯერებენ ყველა აზრს და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკეთესი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„შიმშილობის თუ ფეიკ-შიმშილობის 49-ე დღე იწურება და ვერ გავიგეთ რა უნდა ამ ადამიანს და რატომ შიმშილობს. რატომ შიმშილობენ დანარჩენები, გაირკვა - ისინი მოითხოვენ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, მაგრამ თვითონ რატომ შიმშილობს და რა მოთხოვნა აქვს, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული. ერთადერთი ბრძნული გადაწყვეტილება იქნება, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან თავისი შიმშილობით საფრთის ქვეშ აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც მისი გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ. ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ის გადავიყვანოთ რომელიმე საავადმყოფოში დღეს, როდესაც საქართველოში ყველა კლინიკა არის გადატვირთული კოვიდპანდემიის გამო. დღეს, როდესაც ყველა საავადმყოფოში, ჩვეულებრივი, გეგმური ოპერაციებიც გადადებულია და მთელი ყურადღება გადატანილია პანდემიის მართვაზე, ამ დროს უცებ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საავადმყოფოში 1 სართული მთლიანად უნდა გათავისუფლდეს ამ ადამიანის ახირებების გამო, იქ უნდა დადგეს დაცვა, ადამიანებს შეექმნათ დისკომფორტი. ის ქვეყანას აყენებს დისკომფორტის წინაშე და რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა შეიძლება გაუარესდეს ამ დისკომფორტის გამო, ამაზე ეს ადამიანი ის არ ფიქრობს. არ ვლაპარაკობ იმაზე, რა მოხდება, თუ იქ მართლა გაუთვალისწინებელი საფრთხეები წარმოიშობა, რაც შეიძლება იყოს გამოყვანის მცდელოობა და ა.შ“, - განაცხადა სუბარმა.