ნინო ფოჩხუა სახალხო დამცველზე: საერთოდ არ შედის ციხეში, არ ასრულებს თავის მოვალეობას, მაშინ რატომ ვუხდით ხელფასს და მისთვის  ძვირადღირებულ ოფისს ვქირაობთ?

ნინო ფოჩხუა სახალხო დამცველზე: საერთოდ არ შედის ციხეში, არ ასრულებს თავის მოვალეობას, მაშინ რატომ ვუხდით ხელფასს და მისთვის  ძვირადღირებულ ოფისს ვქირაობთ?

"სახალხო დამცველი", ეს სიტყვები თავისთავად პასუხს სცემს ამ ინსტიტუტის არსს და არსებობას. წარმომიდგენია მთელი მსოფლიოს პატიმრები როგორ გულისფანცქალით და იმედით ელოდებიან ციხეში მის გამოჩენას.’’ - წერს facebook   მომხმარებელი ნინო ფოჩხუა. როგორც ფოჩხუა წერს, ის მხოლოდ სააკაშვილის სახალხო დამცველია. 

"სახალხო დამცველი", ეს სიტყვები თავისთავად პასუხს სცემს ამ ინსტიტუტის არსს და არსებობას. წარმომიდგენია მთელი მსოფლიოს პატიმრები როგორ გულისფანცქალით და იმედით ელოდებიან ციხეში მის გამოჩენას.

ამაშიც როგორი გამორჩეულები ვართ, ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ამ ქალბატონს, რომელიც ალბათ ისეთივე მანიაკია, როგორც მისი პრეზიდენტი, ციხეში შესვლისას პატიმრები აგინებენ, თუმცა იმსახურებს. ის ხომ მხოლოდ სააკაშვილის სახალხო დამცველია და მიკერძოებული ნაცების სასარგებლოდ. სხვა პატიმრები არ აღიარებენ და არც ეიმედებათ, ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორც იცის საზოგადოებამ, საერთოდ არ შედის ციხეში, არ ასრულებს თავის მოვალეობას, მაშინ რატომ ვუხდით ხელფასს, რატომ ვქირაობთ მისთვის ძვირადღირებულ ოფისს? მას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, დღესვე გადადგებოდა და საკუთარ მომავალზე იფიქრებდა.’’ - წერს facebook – ზე.