კახა კალაძე: პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიბინძურესა და უბედურებას, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, როგორი ველური მოპყრობა, წამება და სადიზმი იყო პატიმრების მიმართ

კახა კალაძე: პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიბინძურესა და უბედურებას, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, როგორი ველური მოპყრობა, წამება და სადიზმი იყო პატიმრების მიმართ

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიბინძურესა და უბედურებას, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ვერავინ, ვერასდროს გაბედავს, რომ პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს.

„შედარება შეუძლებელია, ყველამ კარგად ვიცით, რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა რეალობაში უწევდათ დროის გატარება პატიმრებს 2012 წლამდე, როგორი ველური მოპყრობა იყო, როგორი წამება, სადიზმი იყო პატიმრების მიმართ. ეს არაერთხელ გამოიკვეთა და დღევანდელი კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურის და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ვინ იყო ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი - მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები, მეგის ქარდავებით, გვარამიებით და ა.შ. ეს უბედურება ხდებოდა ქვეყანაში, საბედნიეროდ, 2012 წლის შემდეგ ყველაფერი ეს წარსულს ჩავაბარეთ და ვერავინ, ვერასდროს გაბედავს, რომ პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა.