ედუარდ შევარდნაძის შვილი: ნებისმიერი ადამიანის უფლებას, მათ შორის პატიმრის უფლებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ოდესღაც არჩეული პრეზიდენტი იყო, სახელმწიფო უნდა იცავდეს

ედუარდ შევარდნაძის შვილი: ნებისმიერი ადამიანის უფლებას, მათ შორის პატიმრის უფლებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ოდესღაც არჩეული პრეზიდენტი იყო, სახელმწიფო უნდა იცავდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილის, პაატა შევარდნაძის განცხადებით, ყველა პატიმრის უფლებას სახელმწიფო უნდა იცავდეს, განსაკუთრებით კი თუ ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი იყო.

აღნიშნულის შესახებ შევარდნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხდა.

„ნებისმიერი ადამიანის უფლებას, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, პატიმრის უფლებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ოდესღაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გახლდათ, სახელმწიფო უნდა იცავდეს, ეს პრინციპი არავის შეუცვლია და ნებისმიერ ქვეყანას ერთნაირად ეხება“, - განაცხადა შევარდნაძემ.