თეა წულუკიანი: რაც უფრო მალე შევწყვეტთ საუბარს სამედიცინო თემებზე, ოპოზიცია იქნება ეს თუ ჩემნაირი პოლიტიკოსები, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი

თეა წულუკიანი: რაც უფრო მალე შევწყვეტთ საუბარს სამედიცინო თემებზე, ოპოზიცია იქნება ეს თუ ჩემნაირი პოლიტიკოსები, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი

პოლიტიკოსების სახალხო დამცველის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას აფასებენ. ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა სამედიცინო და არა პოლიტიკური საკითხი და მე-18 სამკურნალო დაწესებულების მედპერსონალს მხარდაჭერა აღუქვა.

„რაც უფრო მალე შევწყვეტთ საუბარს სამედიცინო თემებზე, ოპოზიცია იქნება ეს თუ ჩემნაირი პოლიტიკოსები, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი, ვინაიდან ჯანმრთელობა არის სამედიცინო საკითხი და არა პოლიტიკური. მთავარია, რომ ექიმები ერთ კონკრეტულ აზრზე ჩამოყალიბდნენ, თუ სხვადასხვა ჯგუფს შორის განსხვავებული აზრი არსებობს. პენიტენციურ სამსახურში არასოდეს ყოფილა იმის პრობლემა, რომ მედიკოსების აზრი ყოფილიყო გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, არც ამ შემთხვევაში იქნება“, - განაცხადა წულუკიანმა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.