არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილის პირადი მოსაზრებებით, საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიას, ის საფრთხეში აგდებს სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილის პირადი მოსაზრებებით, საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიას, ის საფრთხეში აგდებს სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

გარწმუნებთ, ამ რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკს არ მივცემთ შესაძლებლობას, საქართველო არეულობისა და დესტაბილიზაციის რელსებზე გადაიყვანონ. არ მივცემთ ამის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს, რომელიც მის გამო შეიმშილობს.

„ძალიან ცუდია და შეუმჩნეველი რჩება ყველას, რომ სააკაშვილის საფრთხეში აგდებს სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. როდესაც იცის, რომ პარლამენტარი ელენე ხოშტარია მართლა შიმშილობს მის გამო, ის მხოლოდ პირადი მოსაზრებებით, საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიასაც. დღეს მოქალაქეებმა უდნა განვასხვავოთ, რომ ერთ მხარეს არის სააკაშვილი თავის ავანტიურული გეგმით და ამ გეგმაში ჯდება ყველაფერი ის, რაც გარეთ ხდება. ის შიგნიდან აძლევს დავალებებს თავის მხარდამჭერებს, თავის ტელევიზიებს და ეს პროცესი როგორც ადრე უკრაინიდან, დღეს პენიტენციური დაწესებულებიდან არის მართული. უფრო მარტივია, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა, ვიდრე მთელი სახელმწიფო გადაეწყოს სააკაშვილის ავანტიურულ გეგმაზე. ეს სახელმწიფოა და არა მიხეილ სააკაშვილის შპს კომპანია, ან „ნაციონალური მოძრაობა“, ეს საქართველოა, რომელიც აღარ დაბრუნდება სააკაშვილის მართვის სტილში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.