არაჯანსაღია მხოლოდ ერთ მოშიმშილეზე აქცენტირებული მოსახლეობა, როდესაც ყოველდღიურად გარდაცვლილი 80-მდე ადამიანის სახელს და გვარსაც არ კითხულობენ

არაჯანსაღია მხოლოდ ერთ მოშიმშილეზე აქცენტირებული მოსახლეობა, როდესაც ყოველდღიურად გარდაცვლილი 80-მდე ადამიანის სახელს და გვარსაც არ კითხულობენ

ჩვენდა სამწუხაროდ, პანდემია ახალ, უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა და მეექვსე ადგილზე გადავინაცვლეთ სიკვდილიანობის მაჩვენებლით - 70-ზე მეტი ადამიანი ეთხოვება წუთისოფელს ყოველ დღე, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ამას მარტო იმიტომ ვამბობ, რომ საზოგადოებამ, მოსახლეობამ, ხელისუფლებამ ერთნაირად გავამძაფროთ ჩვენი ყურადღება ამ მხრივ: გასაგებია, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ მხოლოდ 1 მოშიმშილეზე აქცენტირებული მოსახლეობა, როდესაც სახელს და გვარსაც არ კითხულობენ ყოველდღიურად გარდაცვლილი 80-მდე ადამიანის - არაჯანსაღი სიტუაციაა. არავის სახელი არ უკითხავთ, არსებობდნენ ეს ადამიანები თუ არ არსებობდნენ. დარჩნენ ყურადღების მიღმა. მე არ ვგულისხმობ, რომ სამედიცინო პერსონალის ყურადღების მიღმა დარჩნენ, მე ვგულისხმობ საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენას - თითქოს სტატისტიკაა. ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე: არ აქვს მნიშვნელობა ის პრეზიდენტად მუშაობდა თუ დამლაგებლად - ადამიანი ადამიანია, თუ ქრისტიანულია ეს ქვეყანა, ყურადღება გავამახვილოთ ამ თემაზე“, - აღნიშნა დავით მაღრაძემ.