ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა მელიას უკვე ღიად უპირისპირდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა მელიას უკვე ღიად უპირისპირდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით

ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა მელიას უკვე ღიად უპირისპირდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, რაც უკვე დიდი ხანია, დაწყებულია, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ადამიანების ერთობა, რომელსაც ჰყავს ერთი ბელადი და შეიძლება ითქვას, ამ ბელადომანიას ეწირება ამ პარტიის მომავალიც.

„ეს ბუნებრივიცაა, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოლოდინების თამასა ძალიან მაღლა დააყენა ამ არჩევნების წინ. გამოაცხადა რეფერენდუმი და მთელი საარჩევნო კამპანია ააგო ამ რეფერენდუმზე. რეალურად მათ არ ჰქონდათ გეგმა, თუ როგორ უნდა განევითარებინათ თვითმმართველობები, არამედ საკუთარი კამპანია მთლიანად „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ააგო და თითქოს ქვეყნის გადარჩენის რეფერენდუმზე. ამას ეს საზოგადოება არ განიხილავს, როგორც მართლზომიერ და მიზანმიმართულ წინასაარჩევნო კამპანიად, ვინაიდან ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანას გადასარჩენი არაფერი სჭირს. ქვეყანა გამოდის კოვიდ-კრიზისიდან, იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც წინა წელს პანდემიამ მოიტანა და უბრუნდება ნორმალური განვითარების გზას. ამ ძალიან სუსტი კამპანიის შედეგად ისინი დამარცხდნენ, ვერ მოიგეს ე.წ. გადარჩენის რეფერენდუმი, შესაბამისად ახლა ეძებენ დამნაშავეს და მათთვის ეს დამნაშავე ნიკა მელიაა, რომელთანაც უკვე დაწყებულია ერთგვარი დაპირისპირება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.