საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა მისივე პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
“ეს ხომ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება მისი შიმშილი, ეს ხომ არ არის სარწმუნეობრივი თემა, მას უნდა ხელისუფლების შეცვლა, ხელისუფლებაში მოსვლა, მისი მომხრეები ამბობენ ამას.
ჩვენ განცხადებაში იყო ნათქვამი, როდესაც ადამიანი თვითონ აყენებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას რისკის ქვეშ, თავად უნდა განსაზღვროს, ეს რამდენად ღირს და რამდენად არა. თავისი ნებით შიმშილობს”, – ამბობს ჯაღმაიძე ტვ პირველთან ინტერვიუში.