ამ პარტიების ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის თამადობით პირდაპირ ლანძღავდნენ არა მხოლოდ კონკრეტულ დასავლელ დიპლომატებს, არამედ დასავლურ ინსტიტუტებსაც, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ 19 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციებს.
„ყველას გვახსოვს სააკაშვილის, მელიას, გვარამიას განცხადებები. როდესაც ისინი საუბრობენ საგარეო კურსის გამოგონილ ცვლილებაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მოვუწოდებ მათ, რომ შეწყვიტონ ასეთი სპეკულაციები“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
„ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, „ლელო“ და „დროა“ პარასკევს თბილისში, 3 ლოკაციაზე აქციებს გამართავენ. აქციების მთავარ მოთხოვნად ისინი „საქართველოს საგარეო კურსის გადარჩენას“ ასახელებენ.